ვაჟა-ფშაველადან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვალა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე მშენებლობის გამო, დღეიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ვაჟა ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები: N21, N54, N89, N92 და N150, ასევე, მიკროავტობუსები: N88, N137 და N200 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირისკენ მარიჯანისა და ქავთარაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.
კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ქავთარაძის ქუჩასთან და შემდგომ, ყაზბეგის გამზირთან დასაკავშირებლად, როგორც მარიჯანის, ასევე თავხელიძის ქუჩებით სარგებლობას შეძლებს.