ბათუმში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ევროპის მე-19 ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქართველთაგან განსაკუთრებით 16 წლის ლუკა ობოლაძის წარმატებული თამაშია აღსანიშნავი.
ლუკა ობოლაძემ გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში 4 ქულა დააგროვა და საკუთარ ანგარიშზე 40 სარეიტინგო ქულა მიითვალა.
5-5 ქულით სატურნირო ცხრილს 7 მოჭადრაკე: ტამირ ნაბატი (ისრაელი;2690), ევგენი ნაერი (რუსეთი;2683), გევეინ ჯონსი (ინგლისი;2651), ერნესტო ინარკიევი (რუსეთი;2684), ბენჟამინ ბოკი (ჰოლანდია;2622), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი;2738) და სანან სიუგიროვი (რუსეთი;2652) ლიდერობს.
ქართველთაგან 4-4 ქულა დავიდ არუთინიანმა, (2536), მიხეილ მჭედლიშვილმა (2600), ლევან ფანცულაიამ, (2593), ლუკა პაიჭაძემ (2581), ბაადურ ჯობავამ (2685) და ლუკა ობოლაძე (2318) მოაგროვეს.
კვირას მომდევნო მეშვიდე ტურში ჩვენ მოჭადრაკეებს საკმაოდ დაძაბული და რთული პარტიები ელით.
მჭედლიშვილი – ივანჩუკის; მამედოვი – ფანცულაიას; ბრკიჩი – ჯობავას; პაიჭაძე – კორობოვის; არუთინიანი – ანდერსენის და პონომარიოვი – ობოლაძის მეტოქე იქნება.
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ხვალ დასვენების დღეა.