ვადიმ პრისტაიკო - დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყო
ვადიმ პრისტაიკო - დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყო

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყო, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

„მომავალში პილოტებს შეეძლებათ, სწრაფად გადაემზადონ კონკრეტული აღჭურვილობისთვის. თუ „F-16“-თან დაკავშირებით საბოლოოდ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაშინ ის მფრინავები, რომლებმაც დაასრულეს ბრიტანეთში კურსები, სწრაფად დაეუფლებიან მათ. ეს არის ბრიტანეთის როლი, რომელიც დიდ ნაბიჯს დგამს წინ“, – ამბობს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, ვადიმ პრისტაიკო.

მისივე თქმით, „F-16“-ების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ დისკუსიები მიდინარეობს, თუმცა აღნიშნული გამანადგურებელი თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთს არ აქვს.