ვადამდელი არჩევნების წინ, თურქეთის ოპოზიციური პარტიები საკოორდინაციო მოქმედებებზე კონსულტაციებს მართავენ 
ვადამდელი არჩევნების წინ, თურქეთის ოპოზიციური პარტიები საკოორდინაციო მოქმედებებზე კონსულტაციებს მართავენ 

თურქეთის მთავარი ოპიზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელი, კემალ კილიჩდაროღლუ მემარჯვენე „სიხარულის პარტიის“ ლიდერს, ტემელ კარამოლაუღლუს შეხვდა. „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ ემხრობა, რომ არჩევნების პირველი ტურში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი წარადგინოს, რაც მეორე ტურის შესაძლებლობას გაზრდის. ამის შემდეგ კი ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმდება, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს გაუწევს კონკურენციას.

კარამოლაუღლომ მოიწონა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ გეგმა, კონსერვატიული და სეკულარული „კარგი პარტიის“ დახმარებასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო ჯგუფის ფორმირებისთვის, გეგმა „კარგ პარტიაში“ 15 დეპუტატის გადასვლას ითვალისწინებს. კილიჩდაროღლუ ამბობს, რომ მისი პარტიის გეგმა დემოკრატიის დაცვაა.