უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ადვოკატების საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო
უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ადვოკატების საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

ადვოკატების საკასაციო საჩივარი ე.წ.  ციანიდის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მოსამართლეთა კოლეგიაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც შედიოდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს.

გატაწყვეტილებას ნამდვილად გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში და ქართული მართლმსაჯულება სამართლებრივად მწარე სილას მიიღებს. როგორც იურისტი, ვფიქრობ, სტრასბურგი ამ საკითხის შეფასებისას, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იქნება, რადგან  საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი დარღვევაა. უზენაეს სასამართლოს არ აღმოაჩნდა დამოუკიდებლობის ხარისხი, რომ ელემენტარულ განხილვაში მიეღო ეს საქმე და მინიმუმ ჩვენი პოზიცია მოესმინა“,-აცხადებს გიორგი ფანცულაია.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა და დეკანოზი დამნაშავედ ცნეს შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში. საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მეორე ინსტანციამ უცვლელად დატოვა.