უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდის ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა
უზენაესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ექსპრეზიდენტებზე აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც მათ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელეს. თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე.
„პრეზიდენტი ვერ ისარგებლებს იმუნიტეტით არაოფიციალურ ქმედებებზე და ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ოფიციალურ ქმედებას არ წარმოადგენს. პრეზიდენტი კანონზე მაღლა არ დგას“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა.
უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, რომელიც ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ შეჯერდა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოუწევთ, თავად გამიჯნონ პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ქმედებები.