უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს

12:08, 06.07.2020

ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის მოქმედი წესი და რამდენად უზრუნველყოფს ეს წესი საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, – ამ საკითხზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს.

მოსარჩელის მითითებით, კანონმდებლობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ავალდებულებს დაასაბუთოს გადაწყვეტილება, თუ რატომ წარადგენს ამა თუ იმ კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე. იმავდროულად, გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების გამო, კანდიდატთა შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღების პროცესში შებოჭილი არ არის ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

მსგავსი