უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა, იუსტიციის უმაღლეს საბჭო სიას აქვეყნებს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კანდიდატების განაცხადების მიღება დასრულდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების მიღება 11 მაისს დაიწყო. მსურველებს, ელექტრონული განაცხადების გადასაგზავნად ვადა 31 მაისის ჩათვლით ჰქონდათ.
საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო. ცვლილებების განხორციელება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 24 დეკემბერს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირველად გამოქვეყნებულ სიას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.