უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 25 ნოემბერს დაიწყება
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესს 25 ნოემბერს დაიწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოსამართლეობის კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში მოუსმენს.
კომიტეტი გაესაუბრება – გენადი მაკარიძეს, ნინო სანოძეს, თამარ ოქროპირიძესა და თეა ძიმისტარაშვილს.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს როდის დაამტკიცებს, კონკრეტული თარიღი ჯერ არ სახელდება.