უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 17 ივლისს დაიწყება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 17 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ.
საბჭო ყოველდღიურად ხუთ კანდიდატთან გასაუბრებას გეგმავს. ყოველი შემდეგი გასაუბრების თარიღსა და რაოდენობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავად სხდომებზე განსაზღვრავს.
გასაუბრების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით პარლამენტისთვის წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს.