Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო. უზბეკური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ტაშკენტსა და ბათუმს შორის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
Uzbekistan Airways-ი ასევე ოპერირებს ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე.
ავიაკომპანია საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.