უზბეკეთში რეფორმების დაწყების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
უზბეკეთში რეფორმების დაწყების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უზებეკეთში პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს – ოლი მეჯლისის წევრებს, ასევე ადგილობრივ საბჭოებს ირჩევს.

ქვეყანაში 10 000-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, საზღვარგარეთ 55 უბანი მოქმედებს. ხმის მიცემის უფლება 20,5 მილიონ ამომრჩეველს აქვს.

პირველად ამ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება მსჯავრდებულებს აქვთ, რომლებიც სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიან.

არჩევნებზე რეგისტრირებულია ხუთი პარტია დ აპოლიტიკური გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ კანდიდატების 65 % პირველად იყრის კენჭს, მათი დიდი ნაწილი 40 წელზე ნაკლები ასაკისაა. დეპუტატობის კანდიდატების 41% ქალია.

არჩევნები პრეზიდენტ შავკათ მირზოევის ინიციატივით, ივნისში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ტარდება. არჩევნების წინასწარი შედეგები 23 დეკემბერს გამოცხადდება.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა გამოცემამ „ეკონომისტმა“ უზბეკეთი მიმდინარე რეფორმების მიხედვით, წლის ქვეყნად დაასახელა.