უზბეკეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
უზბეკეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღინიშნება.