უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი შოვში ტრაგედიის გამო ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი შოვში ტრაგედიის გამო ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა გამო. უზბეკეთის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით ღრმა მწუხარებით გისამძიმრებთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.

გთხოვთ, ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ახლობლებს, აგრეთვე, ყველა დაშავებულს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას. ღრმა სინანულით, აბდულა არიპოვი“, – აღნიშნულია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.