უზბეკეთის ავიახაზებმა ტაშკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა [ვიდეო]
ავიაკომპანია უზბეკეთის ავიახაზებმა (Uzbekistan Airways) ტაშკენტიდან თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა.
ზაფხულის სეზონზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას ეარბას 320 და ბოინგ 757 ტიპის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
ტაშკენტიდან ჩამოსულ 180 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიპლომატიური კორპუსისა და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორი დახვდნენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 8 ივლისს მიენიჭა.
უზბეკეთის ავიახაზები (Uzbekistan Airways) 1992 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანია დღეისათვის ორმოცზე მეტი მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ინდოეთსა და იაპონიაში.