ბიბლიოთეკები მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განაახლებენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ბიბლიოთეკების მუშაობა.
როგორც საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, ბიბლიოთეკები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით იმუშავებენ.
ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით შესაბამისი პროტოკოლი უახლოეს დღეებში დამტკიცდება.
ბიბლიოთეკების მუშაობა კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეწყდა.