სერვისების განვითარების სააგენტოში უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა
იუსტიციის სამინისტრო ახალი სერვისის – უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის Schengen/EU App-ის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი სერვისის პრეზენტაცია სერვისების განვითარების სააგენტოში იუსტიციის მინისტრმა გამართა.
აპლიკაციის მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება და მოგზაური მისი მეშვეობით ევროკავშირის ზონაში დარჩენილი დღეების გამოთვლას შეძლებს, რაც საშუალებას მისცემს 180 დღიან პერიოდში დაშვებულ 90 დღიან ვადას უნებურად არ გადააცილოს.
სამენოვანი აპლიკაცია მოგზაურებს ასევე აძლევს საშუალებას შეინახონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორია და კონკრეტული მოგზაურობის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გააზიარონ.
პრეზენტაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.