უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების საკითხზე კენჭისყრა 22 თებერვალს გაიმართება
უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების საკითხზე კენჭისყრა 22 თებერვალს გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 22 თებერვალს უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების საკითხზე კენჭისყრას გამართავს.

სულ კენჭისყრის ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. იმისთვის, რომ კანდიდატმა, მანტია უვადოდ მოირგოს, აუცილებელია, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. სასურველი შედეგის მისაღებად, კანდიდატს საბჭოს წევრთა მინიმუმ ათი ხმა სჭირდება.

უვადოდ გამწესების მსურველთა შორის არიან დღეს მოქმედი საბჭოს წევრები: რეზო ნადარაია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და ირაკლი ბონდარენკო, რომელიც ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოღვაწეობს. ასევე, სიაში არიან, გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები.

უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრა 15:00 საათზე ჩანიშნული.