უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა ეროვნულ არქივს აუდიოწიგნების არქივი გადასცა
უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა ეროვნულ არქივს აუდიოწიგნების არქივი გადასცა

საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა საქართველოს ეროვნულ არქივს აუდიოწიგნების არქივი გადასცა.

1600-ზე მეტ მაგნიტურ ფირსა და 5800-ზე მეტ აუდიოკასეტაზე 1950-80-იან წლებში ჩაწერილია ქართველი და უცხოელი ავტორების 1000-ზე მეტი ნაწარმოები, ასევე ზღაპრები და სიმღერები.

ჩანაწერებს შორისაა მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“; ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებული“; ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“; ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“; თამაზ ჭეიშვილის „ხუთი ოლიმპიელი“; ზვიად გამსახურდიას „მთვარის ნიშნობა“ და სხვა. ტექსტებს კითხულობენ მსახიობები, ზაზა ლებანიძე, გიზო სიხარულიძე, გივი ჩუგუაშვილი და სხვები.

საქართველოს ეროვნული არქივი უსინათლოთა კავშირიდან მიღებული აუდიოწიგნების დედნებს აუდიოდოკუმენტების საცავში შეინახავს, დაამზადებს ჩანაწერების ციფრულ ვერსიას და ხელმისაწვდომს გახდის ონლაინ სივრცეში.