ცნობილმა ბრიტანელმა საკრივო პრომოუტერმა, ფრენკ უორენმა განაცხადა, რომ სერიოზული პროგრესია მიღწეული სუპერმძიმე წონაში უკრაინელი ალექსანდრ უსიკისა და ბრიტანელი ტაისონ ფიურის ბრძოლის ორგანიზებაში. მათ დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში.
„ბრძოლა 100 პროცენტით 29 აპრილს გაიმართება. ჩატარების ადგილი მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში გაირკვევა. თუ საუდის არაბეთი არ წარმოადგენს პირობებს, რომელსაც უსიკი და ფიური ითხოვენ, მაშინ ბრძოლას ბრიტანეთი უმასპინძლებს“, – განაცხადა უორენმა.
ალექსანდრ უსიკმა პროფესიულ რინგზე 20 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. ის WBA-ის, WBO-სა და IBF-ის ტიტულებს ფლობს. ფიურის ანგარიშზე 34 ბრძოლიდან 33 მოგება და ერთი ფრეა. ბრიტანელი WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია.