უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინამ ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო
უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინამ ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონსულტაციების პირველი ეტაპი დაიწყო პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო სამოქმედო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრისთან.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, კონსულტაციების დროს მხარეებმა გაცვალეს ხედვები ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებისადმი მიდგომების შესახებ, აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სეგმენტზე. იგორ ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი გაწევრიანება ევროკავშირში თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია. ჟოვკვამ ასევე აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში, კერძოდ, ევროპის მშვიდობის ფონდისა და ევროკავშირის სასწავლო მისიის მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, მსგავსი კონსულტაციები ნოემბერში გაიმართა გერმანიასა და იტალიასთან, მანამდე კი ნიდერლანდებსა და საფრანგეთთან. საერთო ჯამში, დეკლარაციას უკვე შეუერთდა 30 ქვეყანა.