ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მოგახსენოთ სიახლე. მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს. ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევაც, იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორია ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა იანვარში დატოვა.