„უსაფრთხოება და არა შიში“ - სალომე ზურაბიშვილი ავტობუსში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
#SafetynotFear! (უსაფრთხოება და არა შიში) – კორონავირუსთან დაკავშირებული კამპანია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულია ფოტოები, რომლებშიც ის ავტობუსით მგზავრობის დროს არის დაფიქსირებული. მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია.
„მოდით, გავავრცელოთ #SafetynotFear! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“.