ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს
ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთობლივი მუშაობის მიღწევების შეფასებით, ურუგვაიმ სომხეთში საელჩოს გახსნა გადაწყვიტა, – აღნიშნულის შესახებ ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანცისკო ბუსტიჯომ ერევანში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ურუგვაის აქვს ის უპირატესობა, რომ შეუძლია იყოს სტუმართმოყვარე მხარე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანებისთვის მთელს მსოფლიოში და სომხურმა საზოგადოებამ გააძლიერა ურუგვაი, მის გარემოში ინტეგრირებით“, – აღნიშნა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, სომხურ მხარესთან გეგმავენ თანამშრომლობის გაღრმავებას მეცნიერების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში.