ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროკავშირი უკრაინელ ექსპერტებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის საკმარისი გაზის მიწოდების შესაძლებლობას
ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროკავშირი უკრაინელ ექსპერტებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის საკმარისი გაზის მიწოდების შესაძლებლობას

ევროკავშირი უკრაინელ ექსპერტებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის საკმარისი გაზის მიწოდების შესაძლებლობას და უკრაინული გაზის საცავების გამოყენებას საერთო სიკეთისთვის. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

„ევროკომისია უკრაინელ ექსპერტებთან ერთად ახლა სხვადასხვა სცენარებს სწავლობს, თუ როგორ მოხდეს უკრაინისთვის გაზის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლეიენის თქმით, ასევე მუშავდება ვარიანტი, რათა გაიზარდოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გაზის მიწოდების შესაძლებლობები, მათ შორის სლოვაკეთიდან ბუნებრივი აირის უკუდინების შესაძლებლობა.

„ჩვენ აგრეთვე ვიკვლევთ ბუნებრივი აირის ერთობლივი შენახვის შესაძლებლობებს. თქვენ გაქვთ გაზსაცავი, შესაბამისად ჩვენ შევისწავლით ბუნებრივი აირის შენახვის შესაძლებლობებს, რათა ეს საცავი საშუალებები საერთო სიკეთისთვის გამოვიყენოთ“, – დაამატა ფონ დერ ლეიენმა.