ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის
მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და მოლდოვის ადგილი ევროკავირშია, რასაც დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.
„ამ პარლამენტში ხმამაღლა ითქვა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ადგილი ევროკავშირშია, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია. და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.