ურსულა ფონ დერ ლაიენი - შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს სროლის გამო, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში
შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს მომხდარი სროლის გამო, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან შოკირებული ვარ სროლით, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს მოხდა.
დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ოფიციალური პირების ინფორმაციით, პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია.