ურსულა ფონ დერ ლაიენი - შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის, სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება
შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, საჭიროა სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება.
„შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის. სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებაა საჭირო. სამხედრო დანაშაულთა ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.