ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები მზადაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში დაწესდება
რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები უკვე მზადაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში დაწესდება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, სანქციები აშშ-სთან არის შეთანხმებული.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინასთან დაკავშირებულ ვითარებაზე და რუსეთმა პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს.
„უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია დაექვემდებარება სანქციებს უზარმაზარი შედეგებით. სანქციები უკვე მზად არის. ევროპის ქვეყნები გაერთიანებული არიან და მოქმედებენ შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ერთად. ჩვენ გვინდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ეს მის ქმედებებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.