ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო დაიღუპა
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ვარაუდობენ, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.