ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე, მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელი, ძლიერია და ევროპული მომავალი სურს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე, მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელი, ძლიერია და ევროპული მომავალი სურს

გილოცავთ მოლდოველ ხალხს და თქვენ, მაია სანდუ. თქვენ ეს კიდევ ერთხელ შეძელით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ფონ დერ ლაიენი მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება.

„რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელი, ძლიერია და ევროპული მომავალი სურს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მოლდოვაში ბიულეტენების 99.32 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 42.31% აქვს. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

ამასთან, მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.