ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინმა ევროპაში ომის საშინელებები დააბრუნა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპაში ომის საშინელებები დააბრუნა. ამის შესახებ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპული დღისადმი მიძღვნილი გამოსვლისას ისაუბრა.
„წელს პუტინმა დააბრუნა ომის საშინელებები ევროპაში. უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლეს სწირავენ, რათა დაიცვან ის ღირებულებები, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი კავშირი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ამახინჯებს რეალობას და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს, ხოლო ნებისმიერი, ვინც რუსეთში ამის წინააღმდეგ გამოდის, ისჯება.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სიმშვიდე არ იქნება, ვიდრე უკრაინა საკუთარ პოზიციას არ დაიცავს.