ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინი აბრუნებს ომს ევროპაში, მტკიცე და ერთიანი პასუხის ფარგლებში ევროკავშირი რაც შეიძლება მეტად რთულს გახდის კრემლისთვის აგრესიული ქმედებების განხორციელებას
მსოფლიოს შეუძლია დაინახოს, რომ ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღის დილით პრეზიდენტმა პუტინმა სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნისა და უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ აგრესიის აქტის განკარგულება გასცა.
„ჩვენ პასუხს ვაგებინებთ რუსეთს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ აღმაშფოთებელი დარღვევის გამო. სასწორზე მხოლოდ დონბასი და უკრაინა არ დევს, სასწორზე დგას ევროპის სტაბილურობა და მთელი საერთაშორისო მშვიდობის წესრიგი. პრეზიდენტი პუტინი აბრუნებს ომს ევროპაში. მტკიცე და ერთიანი პასუხის ფარგლებში ევროკავშირი რაც შეიძლება მეტად რთულს გახდის კრემლისთვის აგრესიული ქმედებების განხორციელებას. ჩვენ დღეს მოგვიანებით ევროპელი ლიდერები წარმოვადგენთ დასამტკიცებლად მასობრივი და მიზნობრივი სანქციების პაკეტს. ჩვენ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ. ამ პაკეტში შევა ფინანსური სანქციებს, რომელიც მკვეთრად შეზღუდვას რუსეთის წვდომას კაპიტალურ ბაზრებზე. ამ სანქციებს ექნებათ მძიმე შედეგები, რუსეთის ეკონომიკა უკვე განიცდის ინტენსიურ ზეწოლას ბოლო კვირების განმავლობაში და ეს ზეწოლა ახლა გაძლიერდება. ეს სანქციები ასევე შეაკავებს რუსეთის ეკონომიკურ ზრდას, გაზრდის ფასებს, ინფლაციას, გაზრდის კაპიტალის გადინებას და ეტაპობრივად ძირს გამოუთხრის მის ინდუსტრიულ საფუძველს. სანქციების კიდევ ერთი ნაწილი ეხება რუსეთის წვდომის შეზღუდვას საკვანძო ტექნოლოგიებზე. ჩვენ გვინდა, მოვკვეთოთ რუსეთის ინდუსტრია დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ტექნოლოგიებისგან. ჩვენი ზომები შეასუსტებს რუსეთის ტექნოლოგიურ პოზიციებს საკვანძო სფეროებში, სადაც რუსული ელიტა თავის ძირითად ფულს შოულობს. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო, რომ სწორედ პრეზიდენტ პუტინია ის, ვისაც მოუწევს აუხსნას ეს თავის მოქალქეებს. მე ვიცი, რომ რუს ხალხს არ სურს ეს ომი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.