ურსულა ფონ დერ ლაიენი - მსოფლიოს სჭირდება „მარცვლეულის შეთანხმება“, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, გაახანგრძლივოს ის, ბურთი პუტინის მოედანზეა, მას მსოფლიო უყურებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგძლივებისკენ მოუწოდებს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, შეთანხმების შეჩერების შედეგი გლობალურ სასურსათო დაუცველობაში აისახება.
„მსოფლიოს სჭირდება „მარცვლეულის შეთანხმება“. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, გაახანგრძლივოს ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის შედეგი გლობალური სასურსათო დაუცველობა იქნება. ასე რომ, ახლა ბურთი პრეზიდენტ პუტინის მოედანზეა და მას მსოფლიო უყურებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მადლობა გადაუხადა ძალისხმევისთვის, რომელიც მან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებისთვის გაიღო.