ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, არ მისცენ ჩინეთს ბლოკის გაყოფის უფლება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, არ მისცენ ჩინეთს ბლოკის გაყოფის უფლება. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჩინეთის მიმართ ძლიერი ევროპული პოლიტიკა ეყრდნობა ძლიერ კოორდინაციას წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და მზადყოფნას, აირიდოს დაყოფა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დროა, ევროპა მოქმედებაზე გადავიდეს და აჩვენოს კოლექტიური ნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელი მუდმივად საუბრობს ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე და მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს ნებისმიერ ცალმხრივ ცვლილებას ძალის გამოყენებით.
დასავლური მედია წერს, რომ მაკრონის კომენტარებს ჩინეთთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით, ბლოკის აღმოსავლეთის ქვეყნების მხრიდან, რომლებიც აშშ-ს ხედავენ, როგორც უსაფრთხოების მთავარ გარანტორს რუსეთთან მიმართებით.