ურსულა ფონ დერ ლაიენი - მოსკოვი უკრაინასთან მიმართებით აგრესიას თუ განაგრძობს, ევროკავშირი მზად არის, გააფართოოს სანქციები და უპრეცედენტო ზომები მიიღოს
ევროკავშირი მზად არის, გააფართოოს სანქციები და უპრეცედენტო ზომები მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ, თუკი მოსკოვი უკრაინასთან მიმართებით აგრესიას განაგრძობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან, რათა შეემუშავებინათ არსებულ სანქციებს მიღმა ზომები, რომლებიც მიმართული იქნებოდა რუსეთის ფინანსური და ენერგოსექტორის, ასევე ორმაგი დანიშნულების საქონელსა და თავდაცვითი საშუალებების წინაღმდეგ.
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მასშტაბური შედეგების შესახებ აფრთხილებს გერმანიაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას მოსკოვს „ღია და გულწრფელი“ დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დაირღვეს