ურსულა ფონ დერ ლაიენი - კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად 9,5 მილიარდი ევრო შეგროვდა
კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად 9,5 მილიარდი ევრო შეგროვდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა.
„შესანიშნავი მიღწევაა. ჩვენ მივაღწიეთ ამ მარათონის პირველ მნიშვნელოვან წერტილს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად საერთაშორისო კამპანია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება, 4 მაისს დაიწყო. აშშ-მა ამ ინიციატივიაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
კამპანიის მიზანია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ან წამლის შექმნა გლობალურ დონზე იყოს შეთანხმებული, რათა შემდგომ ეს პრეპარატები ან ვაქცინები ყველა ქვეყნისთვის იყოს ხელმისაწვდომი.