ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გაავრცელა.

ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პირველ პირს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შევაფასებ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწია. ევროპა თქვენთან არის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.