ურსულა ფონ დერ ლაიენი - კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან, გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკომისია მზადაა, ამ პროცესში ქვეყანას მხარი დაუჭიროს
გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკომისია მზადაა, ამ პროცესში ქვეყანას მხარი დაუჭიროს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ევროკავშირი რჩება საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული.
ჩვენ ასევე გვინდა, რომ საქართველომ წინ წაიწიოს და წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. რეფორმების ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს. ევროკომისია მზადაა, ამ პროცესში მხარი დაუჭიროს საქართველოს“,- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.