ურსულა ფონ დერ ლაიენი ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„მე გულითადად ვულოცავ ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ევროკავშირი და აშშ მეგობრები, მოკავშირეები არიან, ჩვენს მოქალაქეებს შორის ძალიან ღრმა კავშირია. ველოდები პრეზიდენტად არჩეულ ბაიდენთან მუშაობას“, – წერს ფონ დერ ლაიენი.