ურსულა ფონ დერ ლაიენი - „ჰოსტომელის“ აეროპორტისთვის ბრძოლას აღარ გავიხსენებთ, როგორც ყველაზე ბნელ მომენტს, არამედ როგორც ახალი ეპოქის დასაწყისს უკრაინისა და ევროპისთვის
ურსულა ფონ დერ ლაიენი - „ჰოსტომელის“ აეროპორტისთვის ბრძოლას აღარ გავიხსენებთ, როგორც ყველაზე ბნელ მომენტს, არამედ როგორც ახალი ეპოქის დასაწყისს უკრაინისა და ევროპისთვის

„ჰოსტომელის“ აეროპორტისთვის ბრძოლას აღარ გავიხსენებთ, როგორც ყველაზე ბნელ მომენტს ჩვენს ისტორიაში, არამედ როგორც ახალი ეპოქის დასაწყისს უკრაინისა და მთელი ევროპისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით მემორიალური ცერემონიის დროს განაცხადა.

„ჩვენ აქ ვართ, რათა გითხრათ, რომ ევროპა დაგეხმარებათ, ვიდრე დაგჭირდებათ. იქნება ფინანსური მხარდაჭერა, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი წვრთნა ჯარისკაცებისთვის, მეტი საჰაერო თავდაცვა და მეტი ინვესტიცია ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ, უკეთესი ადგილი, ვიდრე ეს აეროპორტია, არ არსებობს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ კანადის, ბელგიისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები. დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გეგმავს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვიდეკონფერენციის მოწყობას, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.