ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, ამას დავადასტურებთ მომავალ კვირას, როცა ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს წარადგენს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, ამას დავადასტურებთ მომავალ კვირას, როცა ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს წარადგენს

ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ. ამის ნახვა ძალიან შთამბეჭდავია. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ, როდესაც ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ანგარიშს წარადგენს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ დიდ პროგრესს მიაღწია, რაც მისი თქმით, „შრომისმოყვარეობის შედეგია“.

„ვიცი, რომ გამორჩეული რეფორმების დასრულების პროცესში იმყოფებით. ეს თუ მოხდება, და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება, მაშინ უკრაინას შეუძლია, მიაღწიოს თავის ამბიციურ მიზანს, გადავიდეს გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.