ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის ზრდასრულ მოქალაქეთა 70 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული
ევროკავშირის ზრდასრულ მოქალაქეთა 70 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ. გვჭირდება მეტი აცრილი ევროპელი. ასევე ჩვენ უნდა დავეხმაროთ დანარჩენ მსოფლიოს. გავაგრძელებთ პარტნიორების მხარდაჭერას“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ევროკავშირის ქვეყნები ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოქალაქეების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაგრძელებას აპირებს. ამავე დროს, უკვე დაწყებულია 12 წელს გადაცილებული მოზარდების აცრაც.