ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი „თალიბანთან“ ტექნიკურ კონტაქტებს ინარჩუნებს, მაგრამ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე ან მის აღიარებაზე
ევროკავშირი ინარჩუნებს ტექნიკურ კონტაქტებს „თალიბანთან“, მაგრამ არ აწარმოებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებს და მის აღიარებას არ აპირებს, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროკავშირი „თალიბანთან“ ოპერატიულ კონტაქტებს ინარჩუნებს, რომელიც სიცოცხლეთა გადასარჩენად აუცილებელია, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე ან აღიარებაზე“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ავღანეთში უკვე 3,7 მილიონი ადამიანი იქცა ლტოლვილად.