ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს წარადგენს წინადადებებს, რომლებიც ევროკავშირში ახალი წევრების მიღების წესებს ცვლის
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს წარადგენს წინადადებებს, რომლებიც შეცვლის ევროკავშირის ახალი წევრების მიღების წესებს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ამჟამინდელი მიდგომის („ყველაფერი ან არაფერი“) ნაცვლად, ბრიუსელს სურს, ეტაპობრივად შეამსუბუქოს უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში მყოფ ქვეყნებს, მიიღონ გარკვეული სარგებელი, ვიდრე წლების ან ათწლეულების განმავლობაში დაელოდონ, სანამ განახორციელებენ აუცილებელ რეფორმებს.
კერძოდ, ბრიუსელი სურს, ეტაპობრივად დაუშვას გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნები ერთიან ბაზარზე. ევროკავშირის ლიდერებს დასჭირდებათ, იმსჯელონ წვდომის რომელ ხარისხებსა და ნაბიჯებს რა ვალდებულებები უნდა მოჰყვეს.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ერთსულოვანი გადაწყვეტილებებიდან კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპზე გადასვლას.
27 ევროკომისარი აპირებს, მხარი დაუჭიროს დოკუმენტს კოლეგიის დღევანდელ შეხვედრაზე.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქი ნერვიულობს დოკუმენტის გამო, რადგან მათ არ სურთ, დიდი ყურადღება გამახვილდეს გაფართოებაზე ევროკავშირის ივნისის არჩევნების წინ.