ურსულა ფონ დერ ლაიენი - დაშოშმინების პოლიტიკა პუტინს ვერ შეაჩერებს, მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ხანგრძლივ მშვიდობას
დაშოშმინების პოლიტიკა პუტინს ვერ შეაჩერებს, – ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ხანგრძლივ მშვიდობას.
„უნგრეთის პრემიერი მოსკოვს სტუმრობს. დაშოშმინების პოლიტიკა პუტინს ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ორბანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.