ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის ელექტროსადგურებსა და სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის თავდასხმა ტერორისტული აქტი და სამხედრო დანაშაულია
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ სარაკეტო დარტყმებითა და დრონებით თავდასხმა ტერორისტული აქტია და სამხედრო დანაშაულს უტოლდება.
„გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ წერტილოვანი დარტყმების, მკაფიო მიზნით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დატოვოს კაცები, ქალები და ბავშვები წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. ეს სუფთა ტერორია და ასეც უნდა ვუწოდოთ“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ რუსულმა ძალებმა უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი გაანადგურეს, რასაც ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოჰყვა.