ურსულა ფონ დერ ლაიენი - სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას
სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ხელისუფლება უნდა ფოკუსირდეს 12 რეკომენდაციაზე.
„მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც გაიცა წარსულში. ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში. ოპოზიციას რაც შეეხება, ძალიან აქტიურად არის საპარლამენტო პროცესებში ჩართული. დეოლიგარქიზაციის მიმართულებითაც ხელშესახები ნაბიჯები გვაქვს. ანტიკორუფციული საბჭო ჩამოყალიბდა და, მაშასადამე, კომისია რეკომენდაციას გასცემს კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ და ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ეს ჩემი მთავარი მესიჯია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.