ურმას რეინსალუ - შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ესტონეთი მზადაა, მისი მკურნალობისთვის სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს
შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოგიწოდებთ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.
„შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოგიწოდებთ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. ესტონეთი მზადაა, მისი მკურნალობისთვის სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს. ეს ნაბიჯი ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.