ურმას რეინსალუ - საქართველოსა და მისი მოსახლეობის გაყოფა მიუღებელია
საქართველოსა და მისი მოსახლეობის გაყოფა მიუღებელია, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„საერთაშორისო სამართლის დაცვის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყველა მოწოდების მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს ბორდერიზაციას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. საქართველოსა და მისი ხალხის გაყოფა მიუღებელია“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გუგუტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციის შესახებ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს.